(ქართველო ქალო)
ქართველო ქალო,
ხმელეთის თვალო,
ცხოვრების ძალო,
არ გაგვაწყალო!
შენა ხარ ჩემი,
ვით ზღვაზე გემი -
ღელვა-შფოთის დროს
მშრალზე გამტანი.
შენ გენაცვალე,
რისთვის გამცვალე?
გულს შუბი დამეც
ძნელ-ასატანი...
წარსულს მიჰხედე,
წინ დაიხედე,
გვიშველე, მოდი,
გვითხარი ბანი.