Подбор наугад

Случайный стих

Классика, современные авторы или поздравления: выберите тему, век, направление или повод и листайте стихи наугад. Повторов нет, пока не кончится подборка, а «Назад» вернёт к предыдущему.

Откуда брать стихи
Фильтры библиотеки классики
Сбросить фильтры
Библиотека классики

ბოქაული

მინამ ქვეყნად გაისმოდა
„ერთობა და სიყვარული!“
ჩვენმა მცველმა ბოქაულმა
არ იცოდა სიბრალული.
მუშტით, ჯოხით და მათრახით
ხალხსა სთიბდა ბოქაული
ისე, როგორც მოსულს ყანას
კარგი ცელი მოფხაული.
მაგრამ როცა ხალხი ნახა
ყოველ მხრიდან მოზღვაული,
იძახოდა: „ძირს მთავრობა,
ნაჩალნიკი, ბოქაული,
სუდიები, მინისტრები,
ტანსაცმელით მოქარგული!“
პირში ლანძღვენ როგორც ბალღსა;
მაშინ ჩვენი ბოქაული
კრავად იქცა უვნებელად,
დადის ოთხად მოკაული.
ხალხთან ერთად „ძირსო“ ჰყვირის,
ჰფიცავს გულში მუშტის ცემით:
„თქვენი ძმა ვარ“, და პაგონებს
იხსენიებს კრულვით, წყევით.
წამოდგება მაღლობზედა
ამაშფოთარ სიტყვა-რჩევით:
„თქვენთვის, ძმებო, მზად ვარ მოვკვდე,
დავიტანჯო, გავიყიდო,
ცოლ-შვილი თავს შემოგავლოთ,
ყელზე ლოდი დავიკიდო!“

ხალხიც ამბობს: „გამოკეთდა,
დრომ შეცვალა… ნამდვილია“.
ერმა ბრძენმა ვერ იფიქრა,
ვის ნაწურთნი, გაზრდილია.
საცა ძვალს ხრავს,
ძაღლი იქ ჰყეფს.
ეს ვერ იგრძნო, ვერ გაიგო,
მიტომ მოხდა, ბოქაულმა
უარესად დღეს აგვიკლო.
ხალხის პირი დაქუცმაცდა,
დანაწილდა და გაიყო,
უკან-უკან დაიხია,
სასიკვდილოდ ვინც მზად იყო.

რეაქციამ გაიმარჯვა,
ბოქაულიც გამოცოცხლდა,
სათვალთმაქცო სამოსელი
გაიხადა, გამოცოცდა.
როგორც გველი, გვეტევება,
არა გვზოგავს მოსაშხამად.
დღეს გავიგეთ, თავში ვიცემთ,
ძმა რომ დაგვდევს მოსაკლავად.
ვნანობთ, მაგრამ რა იქნება!
აღარ გვიძმო, მოგვაღორა,
დღეს თვალებსვე გვიბრიალებს,
ზურგში კეტი მოგვაყოლა.
ძმად-ნაფიცი მეგობრები
წუთისოფელს მოაშორა.
გონს მოვედით, დღეს-ღა ვამბობთ:
ნუ ვენდობით ბოქაულებს,
ნურც იმათ ფიცს, ნურც საძმოდა
შემოწირულს ორ შაურებს.
სწორე უთქვამთ ცხონებულებს
მამა-პაპას საგძლად ყურის:
„ძაღლი იმის ერთგულია,
ვინაც სწურთნის, ვინც პურს უყრის“.

Как устроен случайный стих

В «Библиотеке классики» больше двадцати пяти тысяч стихотворений русских и зарубежных поэтов, а современные авторы «Лиры» публикуют новые стихи и поздравления каждый день. Случайный стих помогает читать без плана: вместо списков и поиска - одно стихотворение за раз.

Подборка перемешивается заново для каждого читателя. Пока вы листаете, стихи не повторяются; когда подборка закончится, её можно перемешать снова. По умолчанию показываются стихотворения до 100 строк, чтобы наугад не выпадали длинные поэмы: если нужны и они, выберите «Любой длины». Стрелки ← и → на клавиатуре и свайп на телефоне тоже переключают стихи.