(სიყმაწვილის დრო წავიდა)
სიყმაწვილის დრო წავიდა,
გამომერია ჭაღარა,
რასაც სიყრმის დროს ველტვოდი,
მითომ მიყვარდეს აღარა?!
გუნება გუნებად დარჩა,
თუმცა-ღა მოიმთაბარა,
არ მომრჩენია, ისევ მჭირს,
გულზე რაც მჭირდა იარა.
შავაჟღარუნებ ფანდურსა,
თუ ჟინმა წამომიარა,
მაგრამ ეს არის სადარდო -
თქმა არი საქმე -კი - არა…