Подбор наугад

Случайный стих

Классика, современные авторы или поздравления: выберите тему, век, направление или повод и листайте стихи наугад. Повторов нет, пока не кончится подборка, а «Назад» вернёт к предыдущему.

Откуда брать стихи
Фильтры библиотеки классики
Сбросить фильтры
Библиотека классики

სიზმარი

სიზმარი ვნახე, თუმც ბევრად
უნახველობა მერჩივნა:
ცრემლი მდიოდა, ვტიროდი,
ძალიან გული მეტკინა.

დავცურავ სისხლის მორევში,
ფონს ვეძებ გასასვლელადა,
თავ-ფეხი ადამიანის
დასცურავს გულის მწველადა
იქვე, ჩემს თვალ-წინ… მზარავდა,
მეჩვენებოდა გველადა.
გავხტი ნაპირას, მივრბივარ,
სახლის კარებსა ვხურავდი.
შინ შემომეჭრა მდინარე
სისხლისა, შიგვე ვცურავდი.

ჭერიდან წვიმა წითელი
კოკისპირულად დიოდა.
„ეგ შენთა მოძმეთ სისხლია!“
გარედან ვიღაც ჰკიოდა.
სადღა წავიდე? ვეღარსად!
ფეხზე ქალმნები მცვიოდა.
ვერ გავექცევი სისხლის ტბას,
უსაზღვროდ გული მტკიოდა.
შორს, ეზოს გარეთ, ავს ხმაზე
გველივით რაღაც წიოდა.
ვიდეგ, ვეღარას ვამბობდი,
მდუღარე ცრემლი მდიოდა.

წივილ-კივილი, გოდება
ისმოდა ყოველ მხრიდანა.
შავი იკვროდა ღრუბელი,
დაბლა წვებოდა ციდანა.
„ხალხო, მოიდა ვეშაპი!“ -
კაცი იძახის მთიდანა.

შევხედე, მართლაც ნისლივით
უზარმაზარი ცხოველი
მოცურავს, რაც-კი წინ შეჰხვდა,
ერთს წუთში შთანთქა ყოველი.
„მუხლთ მოვეხვევი, ვიფიქრე,
თაყვანს ვსცემ, როგორც ღვთაებას,
ეგები სისხლისმსმელობა
მისი მოლბეს და დაებას“.
მაგრამ რა ვსთხოვო უდიერს? -
გველ-ვეშაპს, სისხლის გუდასა?
თხოვნით ვინ შეუწყალია
სიკვდილს და სულთამხუთავსა?
ვუცქერი სისხლში მცურავი
ამ გულის საკლავს სურათსა,
ვუცქერი, ვერაფერს ვსჩადი,
დამდუნებია მკლავები,
გულის ხვაშიადს მხოლოდა
გამოიტყოდენ თვალები.

ეს იყო იმ დღეინდელი
ჩემი ნანახი სიზმარი.
ნუღარ მაჩვენოს უფალმა
გულის საკლავი ძირმწარი!

Как устроен случайный стих

В «Библиотеке классики» больше двадцати пяти тысяч стихотворений русских и зарубежных поэтов, а современные авторы «Лиры» публикуют новые стихи и поздравления каждый день. Случайный стих помогает читать без плана: вместо списков и поиска - одно стихотворение за раз.

Подборка перемешивается заново для каждого читателя. Пока вы листаете, стихи не повторяются; когда подборка закончится, её можно перемешать снова. По умолчанию показываются стихотворения до 100 строк, чтобы наугад не выпадали длинные поэмы: если нужны и они, выберите «Любой длины». Стрелки ← и → на клавиатуре и свайп на телефоне тоже переключают стихи.