Подбор наугад

Случайный стих

Классика, современные авторы или поздравления: выберите тему, век, направление или повод и листайте стихи наугад. Повторов нет, пока не кончится подборка, а «Назад» вернёт к предыдущему.

Откуда брать стихи
Фильтры библиотеки классики
Сбросить фильтры
Библиотека классики

მიმინო და მერცხლები

მიმინომ ჩიტი შეიპყრო,
ერთი საწყალი ჭივჭავი;
მიაქვს და მიაწიწინებს,
მიფრინავს როგორც ნიავი.

ეს რომ გაიგეს, მერცხლებსა
შაექნათ ჟივილ-ხივილი,
აყრუებს არე-მარესა
მათი მოთქმა და ჩივილი.

უნისკარტებენ მიმინოს,
მიმოფრინავენ მის წინა:
„გაუშვი ჩქარა, სად მიგაქვს
ჩვენი ძმობილი წიწინა!?“

თან სხვა ფრინველთაც უხმობენ:
„მოდით, გვიშველეთ ჩქარაო.
შაჰრცხვეს, ვინც თავის მოძმესა
ჭირში არ მოეხმარაო!
მაღალი ღმერთი ჰრისხავდეს,
ნურც როდის გაეხარაო!“

მიმინო ბაი-ბუადაც
არ ივლებს იმათს ცემასა,
წყევლას და კრულვას უსაზღვროს,
წაღმა-უკუღმა ფრენასა:
იცის, რომ ტყულად ჰღალავენ
უბედურები ენასა.

რამდენიც უნდა მოვიდეს,
თუნდ უმრავლესი ქვიშისა -
ვერაფერს ჩამოჰრჩებიან,
მიმინომ კარგად იცისა.
ვისაც რამ ცოტა ძალა აქვს:
ყვავსა, ქორსა თუ ძერასა,
არ ინდომებენ მიმინოს
დაჩაგვრასა და წყენასა.
მართლა და ერთმაც მათგანმა
არ გაიბერტყა ყურია,
თუმცა გაიგეს, რაც მოხდა,
რისთვის, რა ჟრიამულია.

ყვავი თავისთვის ჩხაოდა
გამაშირებულს ჰანგზედა,
ქორი უმზერდა ქათმებსა,
რომ დასცემოდა თავზედა;
ძერია შინ ბრძანდებოდა,
არ გამოსულა კარზედა.
მხოლოდ მერცხლები იბრძოდენ,
ოფლი სდიოდათ ტანზედა.
ჭივჭვები ბარდებში შეძვრნენ
და იქ გლოვობდენ მოძმესა,
იმათ როდი აქვთ რჯულადა,
რომ ძმა ძმისათვის მოკვდესა.
ბევრი იტირეს ჩუმადა,
გული მით მოიოხესა.

ფრინველთა ზნე-ხასიათი
მიმინომ იცის მთელია,
იმიტომ ჩიტებს არ ზოგავს,
თუ სადმე გაიხელია.
ჭივჭავსაც კარგა მიირთმევს,
თუ არ შაჰხვდება მწყერია.
„რად ჰშვრები მაგას?“ ამ სიტყვის
არავინ არის მთქმელია.
მხოლოდ მერცხლები არიან
დაჩაგრულების მცველია.
მაგრამ იმათაც არა აქვთ
კლანჭი, ნისკარტი მჭრელია.

გაბტყვნა მიმინომ ჭივჭავი,
ვერაფერს გახდნენ მერცხლები.
საწყალს ვერასა ჰშველოდენ
იმათი ცხარე ცრემლები.
აკაფა ასო-ასოდა
მიმინომ ჭივჭვის ლეშია.
ზოგი გაახმო ყაღადა,
გაჰკიდა იქვე ტყეშია,
რბილი კი ჩააბასტურმა,
სამწვადედ ჩადვა ქვევრშია.

ზოგს იმავ ჟამად გიახლათ,
თათარიახნად, ხელადა.
ბუმბულს ინახავს მიმინო
დოშაკში ჩასადებადა.
გაქანდა სისხლი ჭივჭვისა
მთა-ბარის მოსარწყველადა,
ალაზნის ტოლა გაერთხა,
მიიზლაზნება ველადა.
ხოლო მერცხლები მოსთქვამენ
გულისა დასაწველადა.
სწყევენ და ჰკრულვენ იმასა,
ვინაც სუსტს ტანჯვას აყენებს,
თავის ძალას და შრომასა
მოძმეს არ გამოაყენებს.

Как устроен случайный стих

В «Библиотеке классики» больше двадцати пяти тысяч стихотворений русских и зарубежных поэтов, а современные авторы «Лиры» публикуют новые стихи и поздравления каждый день. Случайный стих помогает читать без плана: вместо списков и поиска - одно стихотворение за раз.

Подборка перемешивается заново для каждого читателя. Пока вы листаете, стихи не повторяются; когда подборка закончится, её можно перемешать снова. По умолчанию показываются стихотворения до 100 строк, чтобы наугад не выпадали длинные поэмы: если нужны и они, выберите «Любой длины». Стрелки ← и → на клавиатуре и свайп на телефоне тоже переключают стихи.