Подбор наугад

Случайный стих

Классика, современные авторы или поздравления: выберите тему, век, направление или повод и листайте стихи наугад. Повторов нет, пока не кончится подборка, а «Назад» вернёт к предыдущему.

Откуда брать стихи
Фильтры библиотеки классики
Сбросить фильтры
Библиотека классики

ქართლი

კიდევ ვიხილე ადგილი
წყალ-ველიანი, მთიანი,
სადაც ერთს დროსა ბეჩავსა
ღამე-დ დღე მქონდა მზიანი.
გული სწუხს, ცრემლნი მოდიან,
როს ვხედავ ქართლის არესა,
ვკითხულობ გორის ციხეზედ
ჩემს ფიქრს ძველებურს, მწარესა.
მანდ რომ ძვალები ვიხილე,
არ დამვიწყნია, ციხეო,
ჯერაც დამდევენ ძახილით:
სისხლი აიღე მალეო!
კიდევაც მესმის კიჟინა,
მომდგარა თათრის ჯარები,
ხმლები ელავენ მზეზედა,
ტირიან ქართლის ქალები.
მტერი სჭრის ბალღებს თავებსა,
გლოვობენ შვილებს დედები,
ავსებს და ავსებს ქუჩებსა
ქართველთა სისხლის ხევები.
აგერა სასაფლაოცა,
გულის საკლავი, გორისა!
იქ მეგულება სამარე
ჩემის საყვარლის სწორისა.
შენ წახველ, ძმაო, გამწირე
თვალ-ცრემლიანი, ობოლი.
გამოსრეული უდაბნოს,
როგორაც მუხის ფოთოლი.
დავალ და დავეხეტები
ქვეყნად მძებნელი ბედისა;
გული დამიდნა ამდენის
ჩემის საყვარლის ძებნითა.
ვიცი, რომ გინდა გიამბო
ამბავი ჩვენის ქვეყნისა.
ნურასა მკითხავ, გენაცვლე,
ზღვები ტრიალებს კვნესისა.
ლიახვიც ისევ ისე დის,
დროს გიჟი, დროზედ ჭკვიანი,
მას გზას უღობავს ვაჟკაცი
მტკვარი ზანზარა-ხმიანი.
ქართლის სერებიც მტირალნი,
ქარიშხლით დაჩაგრულები,
სდგანან და იცქირებიან,
დასისხლული აქვთ გულები.

Как устроен случайный стих

В «Библиотеке классики» больше двадцати пяти тысяч стихотворений русских и зарубежных поэтов, а современные авторы «Лиры» публикуют новые стихи и поздравления каждый день. Случайный стих помогает читать без плана: вместо списков и поиска - одно стихотворение за раз.

Подборка перемешивается заново для каждого читателя. Пока вы листаете, стихи не повторяются; когда подборка закончится, её можно перемешать снова. По умолчанию показываются стихотворения до 100 строк, чтобы наугад не выпадали длинные поэмы: если нужны и они, выберите «Любой длины». Стрелки ← и → на клавиатуре и свайп на телефоне тоже переключают стихи.