(ბევრნი სთელავენ მიწასა)
ბევრნი სთელავენ მიწასა,
თომა, პეტრე და ნინია, -
კარგსა ჰსმენ, უკეთესს სჭამენ,
მათ სახლში მუდამ ლხინია,
ბეჩავს სჩაგრავენ, უფროსს-კი
ფეხს ჰლოკენ, როგორც ფინია,
ჩაპწნილებიათ გოგრაში
დაობებული ტვინია,
მომიკვდეს იმათი თავი,
იმათი გულის ჟინია!