მღრდელთ ვედრება დავით გურამისშვილისა
მღვრდელო, რაც ღმერთმან მადლი მოგმადლა,
არც აგიწონა, არც განგიადლა;
დაუფასეებელს არ დასდვა ფასი
არცა ერთი და არცა ათასი.
უსასყიდლოდა მღრდლობის კურთხევა,
მოგცა ღირსებით მარჯვენეს მთხვევა;
ასე გიბრძანა: ვით შენ მოგეცა,
უსასყიდლოდა სხვათ მიეც შენცა.
ახლა მე თქვენა ამასა გვედრებ,
ღვთის ნაწყალობევს ნე დანაყვედრებ;
მკვდრისა პატრონსა სიკვდილის დროსა
ბევრს ნუ შეუკვეთთ სამარხს-სამკვდროსა!
რაც განვიძრახე აწ მე განძრახვა,
აწ თქვენცა გმართებსთ თვალთა დანახვა.
როგორც მკვდარს უნდა კარგად დამარხვა,
აგრევ ქვრივს-ობოლთ უნდა შანახვა.
ცოცხალი რომე პატარად ვღირდი,
მკვდარს რად მედების მე ფასი დიდი?
მღვრდელო, შენს მაცა, ძვირად ნე მყიდი, -
რაც მოგითვალონ, მას მიითვლიდი!