Подбор наугад

Случайный стих

Классика, современные авторы или поздравления: выберите тему, век, направление или повод и листайте стихи наугад. Повторов нет, пока не кончится подборка, а «Назад» вернёт к предыдущему.

Откуда брать стихи
Фильтры библиотеки классики
Сбросить фильтры
Библиотека классики

ზმანება

მოვიდნენ, მოდგნენ აჩრდილნი,
წინაპართ გმირთა სახენი,
ჯაჭვ-მუზარადით მორთულნი,
წარსულთა დროთა ქართველნი.
სდუმან, ხმას ერთიც არ იღებს,
მხოლოდ ცრემლს ჰღვრიან გმირები...
რა ტურფა სანახავნია
ამ დროს მამულიშვილები!
ნაჭრევიანი სახე აქვთ,
ნაჭრევიანი თავები...
ნეტავი გამაგებინა,
ტანთ რად აცვიათ შავები?

მე როდი ვტირი, გულს ვიჭდევ
ვაჟკაცთა ღვთიურს სახესა,
გამეღო სამოთხის კარი:
მეც იმათ დამინახესა.
გადავეწვადე ჩონგურსა,
დავკარ, დავიწყე ღრეობა:
„არ დაეღუპვის, - ვიძახი, -
თქვენს აღმზრდელს ერსა ზნეობა!.."
ერთის წამისა მომეცა
მეც სანუგეშო დღეობა.

„ნუ იტყვით, ნურაფერს იტყვით,
ნუ დაიჩივლებთ, ძმობასა,
კარგა გავიგე, რისთვისაც
ხართ უნუგეშოს ყოფასა:
თქვენი დარდი და ტირილი
ჯერ ვერ მოგვიყვანს ცნობასა,
ჯერ დრო არ არი, ვერ მოვშლით
ერთურთის შურს და მტრობასა.
თქვენ დაგაბრალებთ ავს საქმეს,
თქვენვე დაგიწყებთ გმობასა.

თქვენს მყუდრო ბინას რად სწირავთ,
რისთვის აჰშლილხართ ვაჟები?
წადით, აკლდამათ მიჰმართეთ,
თქვენ აღარ გაძეთ ბაჟები.
მიუბარენით თვის სადგურს
და დაიძინეთ ტკბილადა.
თავის საცდელი ხომ სცადეთ,
იღვაწეთ თავის წილადა,
და მოდგმას ჩაგვეწერენით
გულში მამულიშვილადა;
ნამაშვრალ-დატანჯულები
სჯობს რომ მიიქცეთ ძილადა!“

გაბრაზებულნი გაბრუნდენ,
რაღაც სამდურავს მეტყვიან,
დამშალეს ტან-იოგითა,
გული მომიკლეს ძალიან.
თვალთაგან ცრემლი ჩამომდის,
ქაღალდზე დადის მელანი:
გულს გაუწირეს სახსოვრად
შავი ფიქრები ვერანი.
ჩემს წინ წევს დაქანცულობით
ბარათაშვილის მერანი.
თავს დამყეფს შავი ყორანი,
მიყაშყაშებენ სვავები.
ეხლა გავიგე კარგადა,
რისთვისც მიდიან მწყრალები.
გადავისროლე ჩონგური,
ცრემლით მევსება თვალები.
ნეტავ რისათვის მახათრებს
იმ მამა-პაპათ ძვალები?! -
ან იმათ მოგონებაზე
რად ვხდები შასაწყალები?!
გული მემღვრევა, ვშტერდები,
სისხლის ფიქრებში გავები.
კბილთ ვაღრჭენ, ვიკვნეტ ულვაშსა,
ნემსები მჩხვლეტენ მწვავები...
ნეტავ ზმანების სურათნი
არ ყოფილიყვნენ ავები!

Как устроен случайный стих

В «Библиотеке классики» больше двадцати пяти тысяч стихотворений русских и зарубежных поэтов, а современные авторы «Лиры» публикуют новые стихи и поздравления каждый день. Случайный стих помогает читать без плана: вместо списков и поиска - одно стихотворение за раз.

Подборка перемешивается заново для каждого читателя. Пока вы листаете, стихи не повторяются; когда подборка закончится, её можно перемешать снова. По умолчанию показываются стихотворения до 100 строк, чтобы наугад не выпадали длинные поэмы: если нужны и они, выберите «Любой длины». Стрелки ← и → на клавиатуре и свайп на телефоне тоже переключают стихи.