Подбор наугад

Случайный стих

Классика, современные авторы или поздравления: выберите тему, век, направление или повод и листайте стихи наугад. Повторов нет, пока не кончится подборка, а «Назад» вернёт к предыдущему.

Откуда брать стихи
Фильтры библиотеки классики
Поэт Важа-Пшавела
Сбросить фильтры
Библиотека классики

მესტვირის ანდერძი

თან დაყოლილი ტანჯვა-ვაება
არ ჩამომეხსნა, მიქენჯნის მკერდსა,
მაინც ჩემს წადილს გზას ვერ აურევს,
ქვეყნის ბომონს-წინ არ ვიხრი ქედსა!
რატომ არ გვჯერა: თუ რომ ზოგებმა
არ დავსთმეთ ქვეყნის ბედნიერება,
მაშინ სოფელსა ბნელი დაჰფარავს
და არსებობა გაუჭირდება.
კარგებს ჰხვედრია მუდამ ბედადა -
დაიკლონ შვება, სმა-ჭამა, ძილი,
რომ უმთავრესთა ბრიყვთ და უზრუნველთ
ისტორიაში ჩაიდვან წილი.
ნუგეშად მკმავის ბეჩავი სტვირი,
მთა-კლდეებზედა რომ უყვარს ჟღერა;
ამაოდ, ვგონებ, რომ არ ჩაივლის
ეს დაძახილი და გულის ძგერა.
ზოგებს არ მოსწონს, მართალი არის,
ჩემის სტვირისა ველური ჟღერა.
იმათ იყბედონ, სხვებს ხომ მაინცა
ჩემი ანდერძი გულს დაეწერა.
ვარდი ვარდია, მაინც არ ვაქებ,
ტყეში მოსული მიჩვენეთ ია,
არც ალვა მინდა, წალკოტის მეფე,
იმას მირჩევნის კლდეებზე ღვია,
და ეიფელის კოშკს თავმომწონებს -
კლდეთ ძირს რომ შავი ლოდები ჰყრია.
ბულბულის სტვენას - კლდეში შავარდნის
მე მირჩევნიან მკაცრი კივილი
და შადრევანსა, როგორც მკვდარს ძმაზედ
მთათა ასულის - ხევის ჩივილი,
იმის ლოდებზე მწყრომარე ხლტომა,
განუწყვეტელი გულის ტკივილი.
ყველა ის მიყვარს, სადაც სიბრიყვემ
სწავლის სახელით არ მიაღწია
და ბუნებრივი წმინდა ქმნილება
ცოდვილის ხელით არ მიარღვია.

Как устроен случайный стих

В «Библиотеке классики» больше двадцати пяти тысяч стихотворений русских и зарубежных поэтов, а современные авторы «Лиры» публикуют новые стихи и поздравления каждый день. Случайный стих помогает читать без плана: вместо списков и поиска - одно стихотворение за раз.

Подборка перемешивается заново для каждого читателя. Пока вы листаете, стихи не повторяются; когда подборка закончится, её можно перемешать снова. По умолчанию показываются стихотворения до 100 строк, чтобы наугад не выпадали длинные поэмы: если нужны и они, выберите «Любой длины». Стрелки ← и → на клавиатуре и свайп на телефоне тоже переключают стихи.