Подбор наугад

Случайный стих

Классика, современные авторы или поздравления: выберите тему, век, направление или повод и листайте стихи наугад. Повторов нет, пока не кончится подборка, а «Назад» вернёт к предыдущему.

Откуда брать стихи
Фильтры библиотеки классики
Сбросить фильтры
Библиотека классики

ბუნების სურათი

დღემ იკლო, ღამე გადიდდა,
გრილა, გაყვითლდა ტყე-ველი,
ჩამოსდის ხეებს ფოთოლი,
ჰყვირის ბუ, ღამის მთეველი,
დაწყნარ-დადუმდა მდინარეც,
გულით სიბრაზის მთხეველი,
აღარსად ტრედი ღუღუნებს,
აღარც მერცხალი სრიალებს.
დამჭკნარ-დამდნარა ბალახი,
ყვავილიც არსად კრიალებს,
სულსა ლევს, კვდება ზაფხული,
მხოლოდ ყელში-ღა ხრიალებს,
და სუნი შემოდგომისა
მთასა და ბარში ტრიალებს...

მთას შუბლი მოუჭმუხვნია,
უფრო გულგრილად დამდგარა.
ნამძინარევს ჰგავს ამირანს,
თითქოს ამ წუთას ამდგარა,
დაწეწილი აქვს თმა-წვერი,
ჰშვენის ჩართული ჭაღარა.
რთვილსა დებს ღამეობითა,
დილ-დილ გორავენ ნისლები,
მთის ყურებს შეკედლებულნი
გაჭირვებულან ირმები.

რადა მჭლევდები, ზაფხულო,
უდარდელთ დარდი მოჰგვარე?!
ნუ დაალუბებ... ბუნებას
ცოტა ბალახი მოჰპარე!
მაგრამ რა? ერთსახეობა
არ არის სიბრძნის დარგია,
ზაფხულის შემდეგ ზამთარი,
კაცმა იფიქროს, კარგია.
ბარში წვიმს, მთები დათოვლა,
ცხვარ-ძროხას ბეწვი აშლია,
დაფიქრებულა მწყემსიცა,
თითქოს სახლ-კარი დაშლია...

კახეთს წავიდეთ, ძმობილო,
მთაში სჭირს კვება ძროხისა.
დროა, ჩავიცვათ ტყავები,
კალთა ავკეცოთ ჩოხისა.
ბარად არ ჰყინავს მიწასა,
მალევე შრება თოვლია,
უხვადა ფითრი, ნეკერი,
თმა-დავარცხნილი მოლია.
ჭალას აფხიზლებს ხოხობი,
ფერდობს - კაკაბი, გნოლია.
იაფად დაიკვებებით,
თან გყავდეს შვილი, ცოლია.
ხვეწნა რად უნდა ერთგულ ძმას,
თავად წამოვა ბროლია.

Как устроен случайный стих

В «Библиотеке классики» больше двадцати пяти тысяч стихотворений русских и зарубежных поэтов, а современные авторы «Лиры» публикуют новые стихи и поздравления каждый день. Случайный стих помогает читать без плана: вместо списков и поиска - одно стихотворение за раз.

Подборка перемешивается заново для каждого читателя. Пока вы листаете, стихи не повторяются; когда подборка закончится, её можно перемешать снова. По умолчанию показываются стихотворения до 100 строк, чтобы наугад не выпадали длинные поэмы: если нужны и они, выберите «Любой длины». Стрелки ← и → на клавиатуре и свайп на телефоне тоже переключают стихи.