რეული
ხორცია მიწა ტალახი, საწუთროს ფეხით ნალახი;
სული უსხეულ მყოფელი, აქვს საუკუნო სოფელი.
ხორცი მკვდარ-ხმელი ბალახი, აყოებულად ნანახი:
სული ცხოვრების მპყრობელი, ვით ბაზმა გაუქრობელი.
ხორცთათვის დღისა სავალსა საგრძალს წაიღებ მრავალსა;
არ გებრალების სულია, უსაგძლოდ შორს წასულია.
ხორცს აცმევ ვახშსა და ვალსა, სული შიშველა დავალსა,
ხორცს გიფშვნის მუშკის სუნია, სულს აგდის ნატისუნია.