Подбор наугад

Случайный стих

Классика, современные авторы или поздравления: выберите тему, век, направление или повод и листайте стихи наугад. Повторов нет, пока не кончится подборка, а «Назад» вернёт к предыдущему.

Откуда брать стихи
Фильтры библиотеки классики
Поэт Важа-Пшавела
Сбросить фильтры
Библиотека классики

მწარეს ჩავვარდი საგონებელსა

(სიმღერა)

მწარეს ჩავვარდი საგონებელსა,
მუდამჟამს მინდა, რომ ცრემლი ვღვარო.
ნუ მკითხავთ იმას: რისთვისა სტირი?
დაღონებული რისთვისა ხარო?
საიდუმლოა, ვერავის გეტყვით,
ამის თქმა სევდას შემიმსუბუქებს,
ვიცი და მიტომ ვერ მათქმეინებთ,
დაე, ისევე ჩემს გულში სდუღდეს,
ეს საჭიროა კაეშნისათვის,
რომ გაიზარდოს და უფრო ჰქუხდეს!
მინდა ვიტირო,
ვიდრე ცოცხალვარ,
არაგვის სწორი ცრემლი ვაფრქვიო.
ძალიან მინდა, არ ვიცი, რადა,
თვალები ცრემლად გადავაქციო.
მინდა ვიტირო დაუსრულებლად,
არ მინდა, ერთ წამს რომ დამეძინოს.
მინდა… ოჰ, ღმერთო, რა ფრიად მინდა,
რომ მოგონებით გული მეტკინოს!
მინდა, ვხედავდე ჩემს გულის დნობას,
მოგონებასა ზედ დაეფრქვიოს,
ვიტანჯებოდე, როგორც პრომეთე,
ჩანჩქერის მსგავსად ცრემლი მედინოს.
ღმერთმა ნუ მომცეს წუთი სიცოცხლის,
თუ დავიზარო და ეს მეწყინოს!
ცრემლთან ერთადა სისხლის წვეთებად
მსურს დაიწუროს ჩემი სხეული.
ნაღველს მასხამდენ გულში ჩაფობით,
ჩემ სიცოცხლეში ვიყო სნეული.
ოხ, როგორ მინდა ვიტანჯებოდე,
რა ფრიად მწყურან ტანჯვა წყეული!
ოხ, მოგონება, ეს მოგონება,
ჩემთვის მოცლილი, გადასეული!
ვითომ მოგიხმოთ: მოდით, მიშველეთ,
მომაშორეთო მოგონებანი?
არა, არ მინდა მაგგვარი შველა,
ჩემთანვე დარჩეს ჩემი ვნებანი.
იმ ყოფაში ვარ, რომ მიამება
ტანჯვა-გოდება, ცრემლის დენანი.

მინდა ვიტირო, ვიდრე ცოცხალვარ,
არაგვის სწორი ცრემლი ვაფრქვიო.
ძალიან მინდა, არ ვიცი, რადა,
თვალები ცრემლად გადავაქციო.
ჩემი სამარე ჩემის ცრემლითა
ჩემს კუბოს მინდა რო სავსე დაჰხვდეს
და ჩემი ცრემლი, ჩემი გოდება
საიქიოსაც გოდებად დარჩეს.

Как устроен случайный стих

В «Библиотеке классики» больше двадцати пяти тысяч стихотворений русских и зарубежных поэтов, а современные авторы «Лиры» публикуют новые стихи и поздравления каждый день. Случайный стих помогает читать без плана: вместо списков и поиска - одно стихотворение за раз.

Подборка перемешивается заново для каждого читателя. Пока вы листаете, стихи не повторяются; когда подборка закончится, её можно перемешать снова. По умолчанию показываются стихотворения до 100 строк, чтобы наугад не выпадали длинные поэмы: если нужны и они, выберите «Любой длины». Стрелки ← и → на клавиатуре и свайп на телефоне тоже переключают стихи.