Подбор наугад

Случайный стих

Классика, современные авторы или поздравления: выберите тему, век, направление или повод и листайте стихи наугад. Повторов нет, пока не кончится подборка, а «Назад» вернёт к предыдущему.

Откуда брать стихи
Фильтры библиотеки классики
Поэт Важа-Пшавела
Сбросить фильтры
Библиотека классики

ვიწვები, გარსა ცეცხლი მარტყია

(სიმღერა)

ვიწვები, გარსა ცეცხლი მარტყია,
ალს მცემს თვალ-პირში გაჩაღებული.
ორივ გულს მიკლავს, თვალთგან ცრემლს მადენს
მაწამებელი და წამებული.

როდი-ღა ვიცი, საით წავიდე,
გემს სად ვუპოვო ნავთ-საყუდარი.
სად დაისვენოს გრძნობამ და ფიქრმა,
არა ვნახო რა განაფუჭარი?

აღარ მწადიან თვალით რამ ვნახო,
აღარ მწადიან მწარე რამ ვიგრძნო,
აღარ მწადიან ტანჯულ სიმართლის
ჩამობღარული სახე-ღა ვიცნო.

მივმართე მწედა ბუნების წიაღს,
მთებსა მაღლებსა, ტყეს დაბურვილსა;
ასე მეგონა, დავისვენებდი,
იქ მივაღწევდი ჩემსა სურვილსა.
მაგრამ მოვტყუვდი, დიდად მოვტყუვდი,
დღესაც ვერ ვხედავ წყლულს განკურნვილსა.

დამდევნებიყვნენ ცხოვრების ხმები,
იქაც მიპოვნეს, ჩამისხდენ გულში,
კვლავ აბოჟირდენ, კვლავ ამატირეს
და მომიმატეს წყლულები წყლულში.

ამიტომ ვდგევარ დღეს ამ ფიქრზედა:
მოსასვენებლად ვარგა საფლავი.
ცხოვრების გარეთ კაცმა ვერ ჰპოვოს
ვერსადა ძვალი გამოსახრავი.

უნდა იქ დადგეს მტკიცედ, მედგრადა,
სად ცხოვრებისა სჩანს კარგი, ავი;
ბრძოლა იმასთან გვაძლევს შვებასა,
ცხოვრებაშია რაც გულსაკლავი.

არ გაიქცევა არსად სამარე, -
იმას დაუდგეს ორივე თვალი! -
არ შაიძლება, უნდა იხადოს
ცოცხალმა კაცმა სიცოცხლის ვალი.

Как устроен случайный стих

В «Библиотеке классики» больше двадцати пяти тысяч стихотворений русских и зарубежных поэтов, а современные авторы «Лиры» публикуют новые стихи и поздравления каждый день. Случайный стих помогает читать без плана: вместо списков и поиска - одно стихотворение за раз.

Подборка перемешивается заново для каждого читателя. Пока вы листаете, стихи не повторяются; когда подборка закончится, её можно перемешать снова. По умолчанию показываются стихотворения до 100 строк, чтобы наугад не выпадали длинные поэмы: если нужны и они, выберите «Любой длины». Стрелки ← и → на клавиатуре и свайп на телефоне тоже переключают стихи.