(ატირდენ მედუქნეები)
ატირდენ მედუქნეები,
თანაც ფრიადა წყრებიან:
„წავიდა ძველი ხეირი,
დავიღუპენით ერთიან:
მიირთვით რამე, დახარჯეთ“, -
გამვლელებს ევედრებიან.
გაკოტრებული ხალხია,
ვის-ღა რად ეფერებიან?!
„გაეშმაკებას “ გვიძრახვენ,
ძლიერაც გვემტერებიან.
ნეტავ რად გაჰკვირვებიათ
„გაეშმაკება“ ობლისა.
ბევრი ვაება იხილა,
ზღვა დგას მის ცრემლის, ოფლისა,
სიტყვაცა სჯერა, შევატყე,
თავის კეთილის-მყოფლისა!