Подбор наугад

Случайный стих

Классика, современные авторы или поздравления: выберите тему, век, направление или повод и листайте стихи наугад. Повторов нет, пока не кончится подборка, а «Назад» вернёт к предыдущему.

Откуда брать стихи
Фильтры библиотеки классики
Поэт Важа-Пшавела
Сбросить фильтры
Библиотека классики

კვნესა

ცხადად თუ ძილში
რად ხდება ესა,
რომ არ მშორდება
გულიდან კვნესა?
შუაზე გაყვა
ჩემი სიცოცხლე
და დაუკარგა
სითბო, სიცხოვლე.
მომიკვდა ვინმე?
დავკარგე რამა?
ან მომივლინა
ის რისხვად ცამა?
არაფერსა ვგრძნობ
ვითომ მე დღესა.
მაშ გულს ნაღველი
რამ ჩამილესა?
მაშ რისთვის, ნეტავ,
უხმო სევდამა
ასე უწყალოდ
გული შეჭამა?

ბევრი დავკარგე,
ბევრი მომიკვდა,
ათასნაირი
საქმე წამიხდა.
ხანი წავიდა,
ჯავრიც გადვიდა.
ტყუილად ვფიქრობ:
ის ისევ დარჩა,
ვით რკინას ჟანგი,
გულს ისე შაჰრჩა;
ათასის ჯავრის
კენტად შობილი,
ჭია გულისა,
კვნესად ცნობილი,
ის განუყრელი
ჩემი ძმობილი
გულში მესობა,
როგორც ლახვარი,
როგორ მძიმეა,
როგორ საზარი!
რად არ მშორდება,
ჩემთან რად არი?
რაც ერთხელ ვიგრძენ,
ის არ მეყოფა?
გულში შხამ-გესლად
რად-ღა მესობა?
როდემდის გასტანს
მისი მეფობა?

კვნესის, მაკვნესებს,
როს არ მგონია.
სული ამომხდა,
ასე მგონია.
რომ ის აწონოს
რამე სასწორზე,
ხმელეთს არა აქვს
იმის ღონია.
მინდა დავძლიო,
მაგრამ ვერ ვძლიე,
ღვინო-არაყიც
ბევრჯელა ვღლიე.
ვუჯავრდი კვნესას,
ათასჯერ ვწყიე,
არ იქნა, თავი
ვერ დავაღწიე.

და ვერც დავაღწევ:
სიცოცხლეს ჩემსა,
ვით წყალი გემსა,
თან დაჰყოლია,
ჯადოდ ჩემს გრძნობებს
ზედ დასწოლია.
ჩავალ სამარეს,
ვგრძნობ, თან ჩამყვება,
არ მომშორდება,
გულს დამაწვება
ზევიდან ლოდი,
მიწაში - ისა,
ყორანივითა
ჩემს გულზედ ზისა,
არ ჩამოუშვას
სხივები მზისა,
არსიდან ვნახო
სიმწვანე მთათა,
არც სიხარული
ჩემ ტანჯულ ძმათა.

Как устроен случайный стих

В «Библиотеке классики» больше двадцати пяти тысяч стихотворений русских и зарубежных поэтов, а современные авторы «Лиры» публикуют новые стихи и поздравления каждый день. Случайный стих помогает читать без плана: вместо списков и поиска - одно стихотворение за раз.

Подборка перемешивается заново для каждого читателя. Пока вы листаете, стихи не повторяются; когда подборка закончится, её можно перемешать снова. По умолчанию показываются стихотворения до 100 строк, чтобы наугад не выпадали длинные поэмы: если нужны и они, выберите «Любой длины». Стрелки ← и → на клавиатуре и свайп на телефоне тоже переключают стихи.