სიმღერა ქალ-კახეთის ჯვარობას სანაცლოდ სათქმელი
ყრმავ, გონება უგუნური აგონიარეო,
თავს ნუ გახდი უღონოდა, აღონიარეო;
იქით-აქეთ მიიხედე, ათვალიარეო,
სცან საწუთრო მუხანათი, სალმობიარეო.
არს გზა ვიწრო, ორმო-ხნარცვი მოგანიარეო,
გაუფთხილდი, არ ჩავარდე, ამოდ იარეო,
ნუ გახდები უფალთანა გულმანკიარეო.
გულლმობილად ენა-პირი ალმობიარეო,
შეიყვარე საყვარელი, ანებიარეო,
არაფერი მიაყენო საუდიარეო;
რაც გეცოდოს, შეინანე, მღრდელს აღიარეო;
ილოცე და იმარხულე და ეზიარეო,
არ შესცვალო უბედურად საბედნიარეო,
დავით რაც გჰრქვა შვენიერად, აშვენიარეო.
არ შესცვალო უბედურად საბედნიარეო,
დავით რაც გჰრქვა შვენიერად, აშვენიარეო,
დავით რაც გჰრქვა შვენიერად, აშვენიარეო.