Подбор наугад

Случайный стих

Классика, современные авторы или поздравления: выберите тему, век, направление или повод и листайте стихи наугад. Повторов нет, пока не кончится подборка, а «Назад» вернёт к предыдущему.

Откуда брать стихи
Фильтры библиотеки классики
Поэт Александр Чавчавадзе
Сбросить фильтры
Библиотека классики

გუთნის დედა

მშვიდობით, ხოდაბუნო, მშვენიერო და კარგო,

ამას იქით ვეღარ გხნავ, ასე უნდა დაგკარგო,

ცხენი დამზანტებია დრო მრავალ-გამოვლილი,

გდია თავ ჩამოგდებით ჩუთის წევით მოღლილი.

კვლავ მასც ჰქონდა ერთი დრო რომ რამდენსმე დღიურსა.

ერთის შებმით მოჰხნევდა, არ გაიბერტყდა ყურსა.

ახლა გინდ ათი სახრეც კაცმა ზედ დაამტვრიოს

მგონია ერთი კვალიც რიგზე ვერ გააკვლიოს.

ნეტავი მას დროს, ცხენო, რომ ყელმოღერებული,

კუნტრუშით აბრუნებდი ბელტებს განხურვებული,

ახლა ასე მგონია, რაგინდ თავი აწყვიტო,

ბაწრითაც რომ დაგაბა, ისიც ვეღარ ასწყვიტო.

უწინ მწვე არ ვიტყოდი, ეს მიწა მაგარია,

ჩემთვის მაშინ სწორ იყო ველი, მთა და ბარია,

თუ გონებაზე ვიყავ, მაშინვე შევაბემდი

ჩემსა ჩუთს და სიმღერით ყამირსაც ლბილებრ ვხნევდი.

ზოგი მიწა მტკიცეა, ზოგი ხმელი, ქვიანი,

ზოგს ხირხატს ეძახიან, ზოგი არის წყლიანი,

მაგრამ სულ ტყუვილია, ადგილით რა იქმნება,

თუ მხვნელი თითონ ვარგობს, ყველგან ხლტომით იხვნება.

ვინ დასდევდა ახოსა ეკლიანს, ძეძვიანსა,

ყველგან ვხნევდი და ვმკიდი ნაყოფს ბარაქიანსა,

მაგრამ ახლა სიბერემ მეც გამაწყო არჩევას,

ატყევებულთ ნახნავთა ვეღარ უბედ გარღვევას.

თუ ადგილი არ მომწონს ვჯავრობ, ვშფოთავ, ვღონდები,

მაგრამ ლბილთ ხოდაბუნთა კვალად ისევ ვეწყობი.

და იმათაც ასეთთა, რომ აბრეშუმებრ ბალახს

კრძალვით ძლივ გაებედვნოსთ თავის ჩენა იმ ალაგს.

ეჰ, ნეტა რაღად მინდა რჩევა ალაგებისა,

რადგანც ღონე არა მაქვს არც ხვნის, არცა თესვისა,

ჭაბუკო მეგუთნენო! თქვენც ხართ, ვიყავ მე ვითა.

ამისთვის შემიბრალეთ ცრემლისა დათხევითა;

და თქვენ, ხოდაბუნებო, ჩემს მოხუცებულს ცხენსა,

ბალახის მოძოვებით მაინც სცემდეთ ნუგეშსა.

თქვენს ხვნაზე ხელის ამღე მხოლოდ ჭვრეტით ვიხარებ

და თქვენს მწვანეზე სრბოლით გულის წყლულს დავიამებ..

Как устроен случайный стих

В «Библиотеке классики» больше двадцати пяти тысяч стихотворений русских и зарубежных поэтов, а современные авторы «Лиры» публикуют новые стихи и поздравления каждый день. Случайный стих помогает читать без плана: вместо списков и поиска - одно стихотворение за раз.

Подборка перемешивается заново для каждого читателя. Пока вы листаете, стихи не повторяются; когда подборка закончится, её можно перемешать снова. По умолчанию показываются стихотворения до 100 строк, чтобы наугад не выпадали длинные поэмы: если нужны и они, выберите «Любой длины». Стрелки ← и → на клавиатуре и свайп на телефоне тоже переключают стихи.