Подбор наугад

Случайный стих

Классика, современные авторы или поздравления: выберите тему, век, направление или повод и листайте стихи наугад. Повторов нет, пока не кончится подборка, а «Назад» вернёт к предыдущему.

Откуда брать стихи
Фильтры библиотеки классики
Поэт Важа-Пшавела
Сбросить фильтры
Библиотека классики

კუ და კურდღელი

I

მოსწყინდა ფრინველთ მეფესა
კაკბების ჭერა მთაშია,
შურთხების, როჭოებისა,
დღეთ ლევა იმათ სრვაშია.
მოუნდა საქეიფოდა
გასეირნება ბარშია:
ცხოველთ ბუნების ნავარდი,
სიამე სხვადასხვაშია.
(ან რო ვსთქვათ: ერთფეროვნება
გამოსადეგი რაშია?)
რა ცხენი დასჭირდებოდა
და ან ჩაჯდომა ნავშია!
არც ყაჩაღები აშინებს,
ჩასაფრებული გზაშია.
დაიხულუზნა არწივმა,
ჭექა გაისმა ცაშია.
და, მინამ მოიხედავდი,
დანავარდობდა ბარშია.

II

მინდვრის ფრინველნი, ნადირნი,
რანიც კი იყვნენ კარშია,
შეძვრნენ ზოგები სოროში,
სხვამ ციხე ჰპოვა ბარდშია:
სტუმრობა ონავარისა
არ მოუვიდათ ჭკვაშია.
არწივის ნახვა ყველასა
ჟრჟოლასა ჰგვრიდა ტანშია.
არწივი დასტრიალებდა
მინდორს, ვით თავის სახლ-კარსა,
იქ ელის ყოველ სიამეს,
განცხრომას, სადილ-სამხარსა.
არწივის დასწვრივ ჯაგშია
შიშით კურდღელი დნებოდა:
ელოდა ყოველ წუთშია,
არწივი დაეცემოდა.
თუ შეჰნიშნავდა, იცოდა,
ვეღარსად გაექცეოდა,
დააობლებდა ცოლ-შვილსა,
სახლ-კარი დაექცეოდა.
ამიტომ, როგორაც ტყლაპი,
ის მიწის გულ-მკერდს ეკვროდა.
კუ უცქერს შორი-ახლოდან
ამჟამად კურდღლის თრთოლასა,
ფიქრობს, მიაპყროს მან ხელი
მკვდარივით კურდღლის წოლასა.
დრო ეხლა მაქვსო, იფიქრა:
რომ არ მიყადრებს თავსაო,
ამირბ-ჩამირბენს დიდგულად
და არც კი გამცემს ხმასაო.
ჩემი სირბილი და კურდღლის
თუმცა საიდან სადაო,
მითც კურდღელს, კარგად იცოდეს,
არ გავუხდები ყმადაო.
ამიტომ ზურგზე შეახტა
და „აჩუ-აჩუს“ უძახდა:
„ჩემი ცხენი ხარ, კურდღელო“,
დეზებს გვერდებში ურტყამდა,
კურდღელი არ ინძრეოდა,
შიშისგან ძლივა ჰსუნთქავდა.
„გამკვირვებია, სიმძიმე
ნუთუ არა აქვს კუსაო?
ნუთუ არა ჰგრძნობ, კურდღელო,
რომ კუ გაზივარ ზურგსაო?!..
გაიქე შენებურადა!
რატომ არ მიგდებ ყურსაო?“
- „შენ არა, ზურგზე ის მაზის,
კლანჭ-ნისკარტ-ბასრი ვინცაო.
შეხედე მაღლა!“ - კურდღელმა
არწივზე მიუთითაო. -
„შენს ზურგზე ჯდომას მივიღებ,
როგორც თაგვისას - ციცაო.
შენ მითაც კუ ხარ, მითაცა,
ტყულად თავს იგდებ, ბიძაო!
კურდღელი ათასჯერა გჯობთ,
დამბადებელსა ვფიცაო.
შენ ვინა ჰგდიხარ, არ ვიცი,
ზურგზე ის მაზის, ისაო!“

Как устроен случайный стих

В «Библиотеке классики» больше двадцати пяти тысяч стихотворений русских и зарубежных поэтов, а современные авторы «Лиры» публикуют новые стихи и поздравления каждый день. Случайный стих помогает читать без плана: вместо списков и поиска - одно стихотворение за раз.

Подборка перемешивается заново для каждого читателя. Пока вы листаете, стихи не повторяются; когда подборка закончится, её можно перемешать снова. По умолчанию показываются стихотворения до 100 строк, чтобы наугад не выпадали длинные поэмы: если нужны и они, выберите «Любой длины». Стрелки ← и → на клавиатуре и свайп на телефоне тоже переключают стихи.