Подбор наугад

Случайный стих

Классика, современные авторы или поздравления: выберите тему, век, направление или повод и листайте стихи наугад. Повторов нет, пока не кончится подборка, а «Назад» вернёт к предыдущему.

Откуда брать стихи
Фильтры библиотеки классики
Поэт Важа-Пшавела
Сбросить фильтры
Библиотека классики

ჩონგურს სიმები დამიწყდა

(სიმღერა)

ჩონგურს სიმები დამიწყდა,
მღერა მწადიან აღარა.
საკუთარის ღვთის ტკბილი ხმა
ყურს მეწვეთება აღარა,
განწყობა სასიმღერიო
გულს ეკარება აღარა;
მიტომ მდუმარებს ჩონგური,
გულიც ნაღველმა დაღარა.
შემირცხვა უდროვო დროსა
ნამუსიანი ჭაღარა.

ვგლოვობ დაკარგულს ნუგეშსა
და დადუმებულს გრძნობასა.
ვაფურთხებ, ვწყევლი უქნარსა
ამ დაოჩნებულს ყოფასა,
იქნება ექმნას ნაყოფი
თავის წვრთნას, თავის გმობასა!
ჩემი სიცოცხლე სიჩლუნგის -
რა ვქნა - ვერ შესძლებს ყმობასა!

ჩონგურს სიმები დამიწყდა,
ვქცეულვარ მკვდარზე მკვდარადა,
უბედურად ვგრძნობ თავის თავს,
აღარა ვღირვარ ჩალადა.
ნეტავ, ლოგინად ჩავვარდე,
ვიყო სიკვდიდმდე ავადა,
რომ ავადებას ვაბრალო
გულის სიჩლუნგე, გონისა,
ვიმართლო თავი ამითა -
სისუსტე მაქვსო ღონისა, -
ეს-ღა მიცნია წამალი
კაეშნის მოსაფონისა.

დამიწყდა ჩონგურს სიმები,
აღარ აესხმის, აღარა;
სხვისამ იჟღეროს ჩონგურმა,
სხვამ ააქუხოს ნაღარა,
აღარ სჭრის ჩემი იღბალი,
გაცუდდა ჩემი ჭაღარა!
სხვა დასტკბეს ტკბილის ჰანგითა,
ტკბილის ლექსების მღერითა,
სხვას ესაუბროს უფალი
ტკბილის ღვთიურის ენითა;
სხვა დასტკბეს, სხვამ იქეიფოს
განწყობით ამაზრზენითა.
მე ვინუგეშებ დღეს თავსა
წინათ ნამღერის სმენითა,
შავიმსუბუქებ კაეშანს
ცხელის ცრემლისა დენითა.

დამიწყდა ჩონგურს სიმები,
აღარ აესხმის, აღარა;
სხვისამ იჟღეროს ჩონგურმა,
სხვამ ააქუხოს ნაღარა.
მე პირზე კლიტე დამედვა.
იქნებ ცხოვრებამ დამღალა.
მომხედოს კიდევ უფალმა,
იქნებ არ შერცხვეს ჭაღარა.
რა ბედნიერი ვიქნები,
მაშინ ვიგლოვებ აღარა!
გადავაბიჯებ თამამად
როსტომივითა მთა-ბარა.
თორემ მტერს ასეთი ყოფნა,
რომ კაცი ჰგრძნობდე მკვდრობასა,
სწყევლიდე ბედის ვარსკვლავსა,
თავის დღეს, თავის შობასა…
იწევდე, ვერ უდგებოდე
გულზე ლოდების წყობასა.

Как устроен случайный стих

В «Библиотеке классики» больше двадцати пяти тысяч стихотворений русских и зарубежных поэтов, а современные авторы «Лиры» публикуют новые стихи и поздравления каждый день. Случайный стих помогает читать без плана: вместо списков и поиска - одно стихотворение за раз.

Подборка перемешивается заново для каждого читателя. Пока вы листаете, стихи не повторяются; когда подборка закончится, её можно перемешать снова. По умолчанию показываются стихотворения до 100 строк, чтобы наугад не выпадали длинные поэмы: если нужны и они, выберите «Любой длины». Стрелки ← и → на клавиатуре и свайп на телефоне тоже переключают стихи.