ნეტავი გამაგებინა
(სიმღერა)
ნეტავი გამაგებინა
ერთი რამ გამოცანაო,
პეპელასავით რომ ფრინავ,-
შენ გეკითხები, ქალაო:
ე შენი შავი თვალები,
რისგან არს ჩამოსხმულიო,
როს გხედავ, მწყდება მუხლები,
ლამობს დადნობას გულიო.
ზღვა ბობოქარობს, ზღვა ღელავს,
მენავეები ტირიან;
ტალღებს ტირილი არ ესმის,
შეუბრალებლად ყვირიან,