Подбор наугад

Случайный стих

Классика, современные авторы или поздравления: выберите тему, век, направление или повод и листайте стихи наугад. Повторов нет, пока не кончится подборка, а «Назад» вернёт к предыдущему.

Откуда брать стихи
Фильтры библиотеки классики
Поэт Давид Гурамишвили
Сбросить фильтры
Библиотека классики

არია

ვა, რა მაქვს დიდი მოწყენა,
სადა არს ჩემი მოლხენა!
მწარედ სახმილით დაგულსა
ლახვარი დამსმია გულსა.

ნაწლევნი, ღვიძლი და გული
შემქნია ცეცხლით დაგული;
პირი შემკვრია წყენითა,
ვერა მითქვამს რა ენითა!

მომიხდა მე საზარელი,
სატირი დასაზარელი;
მით დღე მაქვს არ სახარელი,
მომიკლეს მე საყვარელი!

სიტყვა - ძედ ღვთისად თხრობილი,
ქალწულისაგან შობილი,
ურიათაგან გმობილი,
შეიქნა ლახვარსობილი!

მშობელსა თვისი შობილი,
დაჭრილი, გვერდგაპობილი,
წინ ედვა მუხლზედ მკვდარია,
ზდიოდა სისხლის ღვარია.

თავს დასტიროდა მშობელი,
ღაწვთ არ ცრემლითა მშრობელი.
ეჭირა ხელით ხელია,
საწყლად გარდეგდო ყელია.

ტიროდა: ღვთივ დიდებულო,
შენ ჩვენთვის თავდადებულო,
გიხილე ჯვარზედ ვნებული,
ხელ-ფეხი სისხლის ღებული.

ვაი ჩემს თვალთა ჩენასა,
შენს უკან ჩემს დარჩენასა!
ვაი მე ამ დღის დამსწრებსა,
შენს გულზე ხელის დამკრებსა!

ძევ, რად გამხადე ოხრადა,
სატირლად და საოხრადა?
ოდეს გიჭვრეტდი შენ პირსა,
უკუვიყრიდი მე ჭირსა!

შენ, საყვარელო აწ ჩემო,
სახითა, მზეს მიგაჩემო,
მზევ, ჩახე, შეიქნა ბნელი,
მე საქმე მომიხდა ძნელი.

მზევ, წარუალი ნათელი
დამიშრტი, ვითა სანთელი;
დღე დამიღამდი მზიანი,
მით მომივიდა ზიანი.

მზევ, შენის პირის სახენი
აწ ჩემი იყო მამლხენი,
შენის პირისა სახითა
გამოხსნილი ვარ მახითა.

თავს დამცემია აწ ბადე,
შენ გეაჯები: ამხადე,
ბრმას აღმიხილე თვალები,
მაცნობე გზა და კვალები!

ძეო, მე გულით მენება
შენის სახელის ხსენება;
მაგრამ ვერ შესძლო ენამა
და თვალთა ცრემლთა დენამა.

ვაიმე, ეს რა ვნახეო,
შენ მიწაშიგან გმარხეო!
შვიდს მახვილს გული ვახეო,
ვსჭრი და იმაზე ვახეო.

ადამის წყლურთა შამხვეო,
მისთვის სისხლისა დამთხეო!
წადი, სალბუნი მას ცხეო,
ევა იხსენ და მნახეო.

ევა ტირს: ვამე, წავხეო,
მომიხდა ეშმაკთ საფრხეო!
ღვთის მცნებას მე გარდავხეო,
მით ჯოჯოხეთში ჩავხეო.

მაქვს სატანჯველი ძნელია;
სახლ-სამყოფელი ბნელია;
ხორცს მჭამენ მატლნი და გველნი:
სულს მიწვენ ცეცხლნი მდაგველნი.

ტკივილით ვიღრჭენ კბილსაო!
ვესავ იესოს ტკბილსაო,
რომელმან ივნო ჯვარია,
დანსთხია სისხლის ღვარია.

ზეგარდმო სიტყვავ ღვთისაო,
და ქვეყნად ძევ კაცისაო!
მიფონე, გახსენ კრულება,
განკურნე ჩემი წყლურება.

უფალო ტკბილო იესო!
გამოთქვა ვინც ლექსი ესო,
შეუნდევ შენაცოდარი,
ნაშფოთი დანაბორგარი!

Как устроен случайный стих

В «Библиотеке классики» больше двадцати пяти тысяч стихотворений русских и зарубежных поэтов, а современные авторы «Лиры» публикуют новые стихи и поздравления каждый день. Случайный стих помогает читать без плана: вместо списков и поиска - одно стихотворение за раз.

Подборка перемешивается заново для каждого читателя. Пока вы листаете, стихи не повторяются; когда подборка закончится, её можно перемешать снова. По умолчанию показываются стихотворения до 100 строк, чтобы наугад не выпадали длинные поэмы: если нужны и они, выберите «Любой длины». Стрелки ← и → на клавиатуре и свайп на телефоне тоже переключают стихи.