გიორგი ლეონიძეს
სიჭაბუკის დროს პირველად
როს ვახილებდი თვალებსა
და ვუცქეროდი მტირალი
სამშობლოს განაწვალებსა -
ვეძებდი აქეთ-იქითა
ქვეყნის დამხმარე ძალებსა,
არავინ უჩნდა დარაჯად
ამ ჩვენს დაჩაგრულ მხარესა.
ვტიროდი უფრო ძალიან,
ცრემლებს ვაფრქვევდი მწარესა…
დღეს, ვხედავ, გაჰმრავლებიან
მშობელ ქვეყანას შვილები;
მტერს არ მისცემენ სათელად
თავის სამშობლოს გმირები,
მირჩება წყლული გულისა,
ვყუჩდები ანატირები.