Подбор наугад

Случайный стих

Классика, современные авторы или поздравления: выберите тему, век, направление или повод и листайте стихи наугад. Повторов нет, пока не кончится подборка, а «Назад» вернёт к предыдущему.

Откуда брать стихи
Фильтры библиотеки классики
Поэт Важа-Пшавела
Сбросить фильтры
Библиотека классики

ვინ არის?

ამაყი გულით, ამაყი სულით
დაბადებული ბავშვად ბერდება,
და სანაქებო ამქვეყნიური
ბევრი რამ იმას არ ეხერხება.
ცრემლი ქვეყნისა სულის საზრდოდ აქვს,
იგივე - ჭირად, ისრად ხეული
გულსა, რომელსაც ცად ტრფიალება
გარს ნისლადა აქვს შემოხვეული.
უძღები არის მისი ბუნება
ქვეყნის სიკეთით, კარგა ყოფნითა,
იმიტომ ტირის, იმიტომ ჩივის, -
მოშხამული აქვს გული ცოფითა.
გული, სადაცა ია-ვარდები
ჰყვავიან, იქვე ქვეყნის ვარამი
ამოაყივლებს: „ჩემზე სიცოცხლე, -
უსარგებლო ვარ, - არის არამი“.
დიდებულთ წინა თავს მაღლა იღებს,
ქედს ვერ მოიხრის ვერა გზით, ვერა!
უჭირს? ლაქუცი არ ეხერხება,
ვერ დაუჩოქებს ვერავის, ვერა!
დამდაბლებულთან თავს ის დაბლა ჰხრის,
უყვარს იმათთან ყოფნა და მღერა;
მონური გრძნობა თუ შეეპარა,
მყის დაუდგება გულისა ძგერა,
დაეკარგება მადლი ოცნებას:
ვეღარ გამოსცემს გულისთქმა სხივსა,
უნდა ინანოს და ივაგლახოს,
მაშინ მკვდარი წევს სამარეს ცივსა…
ერთის მონაა, მხოლოდ ერთისა,
რაც იმის სულში ჩახლართულია,
რისთვისაც ცოცხლობს, რისთვისაც კვდება,
რისთვისაც დამწვარ-დადაგულია:
მთანი მწვანობენ, წყალნი ღელავენ,
გალობს ბულბული, შაშვი, შროშანი.
ხმლები ელავენ მამულის მცველად,
გრძნობათ ღელვაა პატიოსანი.
„არ დაგანებებ ჩემსა სატრფოსა!“
ვაჟკაცი ჰყივის აბჯაროსანი.
ერთად აწყვიან დახოცილები -
ვაჟკაცი ვინმე, ქალი თმოსანი.
სატრფო სატრფოსა თავს ანაცვალებს.
ია თრთის ტყეში ნაზი, სოსანი.
როს ამს ჰხედავს, ბედნიერია.
ვინ არის ესა? - არის მგოსანი.

Как устроен случайный стих

В «Библиотеке классики» больше двадцати пяти тысяч стихотворений русских и зарубежных поэтов, а современные авторы «Лиры» публикуют новые стихи и поздравления каждый день. Случайный стих помогает читать без плана: вместо списков и поиска - одно стихотворение за раз.

Подборка перемешивается заново для каждого читателя. Пока вы листаете, стихи не повторяются; когда подборка закончится, её можно перемешать снова. По умолчанию показываются стихотворения до 100 строк, чтобы наугад не выпадали длинные поэмы: если нужны и они, выберите «Любой длины». Стрелки ← и → на клавиатуре и свайп на телефоне тоже переключают стихи.