(ახალო წელო)
ახალო წელო,
ფიქრებით მწველო,
გთხოვ, რომ ცხოვრება
არ გაგვიძნელო.
მოგვშორდი, შხამო,
მოგვშორდი, გველო!
ახალო წელო,
ფიქრებით მწველო,
შენი სიკეთე თუმცა-კი მჯერა,
ყური დამიგდე, რასა გთხოვ ჯერა:
ვინაც არ იცის,
ასწავლე წერა;
მე უკეთესის
ჰანგების მღერა
მასწავლე, თორემ
დაგლოცავ ვერა.
გვიცოცხლე თავი,
გვიკურთხე მკლავი.
გვაშორე საქმე
ბილწი და შავი.
და მოგვეც ყველას
პირი და ზავი.
თუ არ მისმინო,
მოგიკვდეს თავი.