ამიცანა
დადის ცხვარივით უმანკოდ,
კაცთმოყვარულის ქურქითა,
თავიც-კი მოსწონს, რომ სული
მან გააბრწყინა შუქითა
ქართველის ერის... აგვიკლო
უსამზღვრო ბაქი-ბუქითა...
მოღალატობა დასწყევლა,
ვით ქრისტიანმა იუდა...
ზნეობის მქადაგებელმა,
ვნახეთ, თითონაც იმრუდა...
ვნახავთ, კიდევაც გვიწერდეს
ზნეობრივ კანონს რიხითა
და სადღეგრძელოდ ზნეობის
ნუნუას ჰსვამდეს ჭიქითა.
სწორი ყოფილა ნათქვამი
ქართველის ერის პირითა:
,,გველი ჭრელია გარეთა,
ადამიანი - შიგნითა“.