Подбор наугад

Случайный стих

Классика, современные авторы или поздравления: выберите тему, век, направление или повод и листайте стихи наугад. Повторов нет, пока не кончится подборка, а «Назад» вернёт к предыдущему.

Откуда брать стихи
Фильтры библиотеки классики
Поэт Важа-Пшавела
Сбросить фильтры
Библиотека классики

მე ჩონგურს აღარ ვაჟღერებ

(სიმღერა)

მე ჩონგურს აღარ ვაჟღერებ,
ლახტი მიპყრია ხელშია
მის ნაცვლად, მინდვრად დავდივარ,
თუ დავტანტალობ ტყეშია,
დავებღატები კლდეებზე,
ხან ჩავიჭრები ხევშია.
მომწყინდა მღერა, არც ძალმიძს,
ლახტს ვიქნევ, მხოლოდ ვხვნეშია.
გატყუეთ, ვითომ ვმღერიო,
ბინა მქონოდა თქვენშია.
რის მღერა, საიდან სადა?
ყოველი სიტყვა ლეშია.

მხოლოდ ვკიოდი, ვყიოდი
და ეს სიმღერა მეგონა.
ყურს თურმე არავინ მიგდებს,
თავი ბულბული მეგონა…
ბედშავ სამშობლოს პატრონსა
სხვა ვერა გამომეგონა.
რა მექნა გულ-დათუთქულსა,
შველა არვისთვის მეთხოვნა?!

შევთხოვდი ადამიანთა,
შევტირე მთებსა მაღლებსა.
„ჩამბერეთ სული მაღალი“! -
შევღაღანებდი ჭალებსა.
ვტლოშნიდი ხავსიან ლოდებს,
ყვავილთა ლამაზს თვალებსა.
ან ეს, ან ისა, ვფიქრობდი,
მიშველის, შამიბრალებსა.
ვგუობდი, კამკამა წყარო
სამშობლოს ამიმწვანებსა.
არ იქნა, არსით რა მერგო,
ბედსავ ვატარებ მწარესა.
ობოლსა, უპატრონოსა,
საით ვინ გაახარებსა?!

წაიღეთ ჩანგი, თქვენ გქონდესთ!
ლახტს ვიპყრობ იმის ნაცვლადა;
ეხლა ისა მაქვს ნუგეშად,
უდედოს - დედინაცვლადა.
თავში ვცემ გუშინდელს სატრფოს:
მთასა, წყაროს და იასა,
ალუდას, ზვიადაურსა
და ლუხუმს თავაზიანსა,
ლელასა, შუბით აღჭურვილს,
კვირიას - კონკებიანსა.

ვცემ და დავყვირი: „მე ჩემი
ყოველივე ვსთქვი სათქმელი;
ხმა ამოიღეთ, თქვენცა თქვით,
მე დავიყბედე რამდენი.
თქვენ გაანათეთ სამყარო,
მე ხომ გამიქრა სანთელი!

ხმა ამოიღეთ, თქვენს სიტყვას
უფრო ექნება ბაზარი.
მე ვდუმვარ, ღონე აღარ მაქვს
თქმისა, დამეცა თავზარი!“

მაგრამ პასუხი არა სჩანს.
ყუჩობს სამარის წყვდიადი,
მითრთის ხელები, სხეული,
ვარამი მქენჯნის დიადი.
ხელ-ფეხს მიბოჭავს ბორკილი,
გულზედაც ლოდი მედება.
ვსტირი ჩუმადა, ქურდულად,
ვიწვები, ცეცხლი მედება.

Как устроен случайный стих

В «Библиотеке классики» больше двадцати пяти тысяч стихотворений русских и зарубежных поэтов, а современные авторы «Лиры» публикуют новые стихи и поздравления каждый день. Случайный стих помогает читать без плана: вместо списков и поиска - одно стихотворение за раз.

Подборка перемешивается заново для каждого читателя. Пока вы листаете, стихи не повторяются; когда подборка закончится, её можно перемешать снова. По умолчанию показываются стихотворения до 100 строк, чтобы наугад не выпадали длинные поэмы: если нужны и они, выберите «Любой длины». Стрелки ← и → на клавиатуре и свайп на телефоне тоже переключают стихи.