Подбор наугад

Случайный стих

Классика, современные авторы или поздравления: выберите тему, век, направление или повод и листайте стихи наугад. Повторов нет, пока не кончится подборка, а «Назад» вернёт к предыдущему.

Откуда брать стихи
Фильтры библиотеки классики
Поэт Важа-Пшавела
Сбросить фильтры
Библиотека классики

თაგვთა ამბოხება

შაყრილა ვირთაგვაები,
ულვაშოსანი ყმანია.
ერთმანეთს ეუბნებიან:
„უნდა შავყაროთ ჯარია:
დაუდგენია კაცებსა,
გაწყვიტონ ჩვენი გვარია;
შაურად დაფასებულა
თითო ვირთაგვას თავია.
არ გასტყდეთ, თაგვნო, გავმაგრდეთ,
წელზე შავირტყათ ხმალია!
ვინც ჩვენზე ხმარობს ძალასა,
ჩვენც მივაგებოთ ძალია.
რაც კატამ მოგვცა ზიანი,
ჩვენზე ის არა კმარია?!
ადამიანიც გვემუქრის,
როგორი სამართალია?!
ვის რას უშავებს საბრალო
თაგვი, სოროში მჯდარია?
ვიბრძოლოთ შეუპოვრადა,
ვადინოთ სისხლის წყალია,
მტერისთვის მოსავალ გზაზე
ფხიზლად გეჭიროსთ თვალია!“

ყველამ აისხა აბჯარი,
ყველამ გალესა ხმალია.
გადაიკიდეს თოფები,
ტანზე ჩაიცვეს ჯაჭვია;
თავს დაიხურეს ჩაჩქნები,
ხელთ დაიჭირეს ფარია.
გამოძვრა საფრებიდანა
რაზმ-რაზმად თაგვის ჯარია,
დაიძრა ავლაბრიდანა,
როგორც მინდვრიდან ცხვარია.
რიყეზე სხვა გუნდი დაჰხვდათ,
ვეფხ-ლომთა შესადარია.
ვაჟკაცად რიყის თაგვებთან
ვერ მოვლენ, სხვადასხვანია!
იმათ მხარ-ბეჭი, ულვაში
სულ სხვა ჯურისა არია.
მოზღვავდა ვერა-ვაგზლიდან,
შაერთებულან ძმანია,
სოლოლაკიდან მოსულნი
მეგონა ნიავ-ღვარია.
დაჰკრეს დაფსა და ნაღარას,
შეინძრა მთა და ბარია,
გარისხებულნი მიდიან,
თაგვთ ნახვა შესაზარია.
ვის უცხადებენ, ნეტავ, ომს,
ვისი უფრო სჭირთ ჯავრია?
- გარს შემოერტყნენ „უპრავას“,
სიტყვები ისმის ცხარია.
საბრძოლად ხმოსნებს იწვევენ:
„გააღეთ ციხის კარია!“
გაცხარებული ბრძოლაა,
ელავს თოფი და ხმალია!

Как устроен случайный стих

В «Библиотеке классики» больше двадцати пяти тысяч стихотворений русских и зарубежных поэтов, а современные авторы «Лиры» публикуют новые стихи и поздравления каждый день. Случайный стих помогает читать без плана: вместо списков и поиска - одно стихотворение за раз.

Подборка перемешивается заново для каждого читателя. Пока вы листаете, стихи не повторяются; когда подборка закончится, её можно перемешать снова. По умолчанию показываются стихотворения до 100 строк, чтобы наугад не выпадали длинные поэмы: если нужны и они, выберите «Любой длины». Стрелки ← и → на клавиатуре и свайп на телефоне тоже переключают стихи.