Подбор наугад

Случайный стих

Классика, современные авторы или поздравления: выберите тему, век, направление или повод и листайте стихи наугад. Повторов нет, пока не кончится подборка, а «Назад» вернёт к предыдущему.

Откуда брать стихи
Фильтры библиотеки классики
Поэт Давид Гурамишвили
Сбросить фильтры
Библиотека классики

სიკვდილისა და კაცის შელაპარაკება და ცილობა

ყველას გვეწვევის სიკვდილი, გვმართებს დაუხვდეთ მზათაო,
ის ჩვენკენ მოდის, ჩვენ მისკენ, ვერცად აუქცევთ გზათაო.
ვიგონოთ ოთხი საქმე ეს, არ უთქვამთ უმეცართაო,
სიკვდილ, სასჯელი, გენია, სასუფეველი ცათაო.
ამისთვის მწყდების წელი და უკანა ზურგის მალები,
მოვა და მომკლავს სიკვდილი, მას ვერცად დავემალები,
გავექცე, ვერცად წაუვალ, ცხენებიც მყვანდეს მალები,
შავება, ვერას დანაკლებს ჩემნი თოფნი და ხმალები.
სიკვდილი ქრთამს არ აიღებს ოქროს, ვერცხლს, არცა რვალებსა;
არც არას გვისმენს ხვეწნასა, არც არას შეგვიბრალებსა;
გარდგვახდევინებს ვახშითურთ მამა-პაპისა ვალებსა,
დაგ(ვ)ხოცს და მატლთა შეგვაჭმევს, გვამგზავსებს თავის ძვალებსა.

პასუხი კაცისა

სიკვდილო, მიკვირს მე შენი, ნეტა რაში გაქვს ძალები?
ტანზედა ხორცი არ გაკრავს, ხარ ცარიალი ძვალები;
თაგვის სოროებს მიგიგავს ცხვირი, პირი და თვალები.
ამდენის სულის ხოცითა რატომ არ დაიღალები!

პასუხი სიკვდილისა

სიკვდილმან უთხრა: ბერკაცო, ვისმინე რაც იტარტარე,
ყმაწვილნი ვხოცე წვრილები, პატარა არ ვაპატარე;
შენ ბერიკაცი ცოცხალი მაგდენს ხანს ფეხზედ გატარე,
აწ ჩემიც ნახე მხატ(ვ)რობა, რაც ჩემზედ შენ იმხატვარე.
გაუწყრა, უთხრა: ბერკაცო, სიტყვებს რად მკადრებ ავსაო!
ჯერ შენთვის არა მცალიან, ცელს უსვამ სალესავსაო;
როცა გავლესავ, თავს მოგჭრი, შენ ცოლს ჩავაცმევ შავსაო;
სულ ამოგიწყვეტ მოყვასთა, გვარსა და ნათესავსაო.

პასუხი კაცისა

სიკვდილო, დიდად გემდური ათთათვის, განა ცხრისათვის,
ბარსა და ნიჩაბს ამზადებ ჩემის საფლავის თხრისათვის.
მატლნი, გველნი და ბაყაყნი, მიმელის გამოხვრისათვის,
რომ არ გაძაგო, რად გაქო ცელით თავისა ჭრისათვის!
სიკვდილო, მე შენს ძაგებას წიგნად ვსწერ სამს-ოთხს ფურცელსა;
ვალალა შენსა მაქებელს, შენის სიკეთის მფუცველსა!
კაცს რომე სენი შეყარო, ბრჭვალი ჰკრა გულსა, მუცელსა,
განა იმ სენით ვერ მოკლავ, რაღად უმზადებ მუნ ცელსა?
სიკვდილო, შენი იგავი არა გავს ფარსაგს იგავსო,
ძვლები ხარ, მკვდარი, უსულო, ცელი კარგს მთიბავს გიგავსო;
თუ შენ გვთიბ, შენ გვჭამ, შენს ნაჭამს ვინ გიხვეტს, გიწმენდს, გიგავსო?
თუ არვინ გიხვეტს, უთუოდ ნეხვით ნიფხავი შიგ ავსო.

პასუხი სიკვდილისა

კაცო, არა ვარ მთიბავი, არც მე მჭამელი თივისა.
იამებიან საჭმელად, არ ვიცი, ის ფინთი ვისა?
კაცსა დაუკოდს გულ-ღვიძლსა სასმლის სმა მეტად ცივისა,
უდროოდ მუცლით ვინც კვდების, ტყუილად ჩემზედ ჩივისა.

პასუხი კაცისა

ღვთისგან წყეულო სიკვდილო, ამდენის საკლავთ ხოცითა
კიდევ მჭლე ხარ და მშიერი, ვერ გამაძღარხარ ხორცითა.
რაც შენ მე ცრემლნი მადინე, ვიწმინდე ხელსახოცითა,
იმდენი მეხი თავზედა დაგეცა ზეგარდმო ცითა!

პასუხი სიკვდილისა

არა ვარ ხორცის მჭამელი, არც თივის მთიბავ-მხვეტელი,
სული ვარ, ღვთისა ბრძანებით სამსახურისა მჭვრეტელი;
(ვარ) ხორციელთა ყოველთა მხოცელი, ამომწყვეტელი,
არვინ დარჩების ქვეყნადა თვალთ ნათელდაუშრეტელი.

პასუხი კაცისა

სიკვდილო, თუ ხარ მარტოკა, ქვეყანას როგორ უხვალო?
აღმოსავლეთს და დასავლეთს, სამხრეთს, ჩრდილოეთს სულ ხვალო
აგრე ანაზდად მქცეველი რისაგან გამოსულხარო,
გამაგებინე მართალი, არ ვიცი რა, ვსწუხვარო.

პასუხი სიკვდილისა

კაცო, არა ვარ მარტოკა, ბევრნი მახლავან სენები,
სხვადასხვა ჭირნი ურიცხვნი, ვერ მოსთვლის კაცის ენები;
არს ბევრნი მოკვდავთ მომკვლელნი ცალ-ცაკე გასახსენები,
მრავალნი ხოცენ ერთმანერთს მე ჩემთვის განვისვენები.

პასუხი კაცისა

ახლა კი გაქებ, სიკვდილო, მამწყინდა შენი ძაგება;
სენები სთქვი და გამხსენდა ცივებით აძაგძაგება;
ეგ მეც ვიცოდი, მაგრამე მე გამოგკითხე განგება,
სიკვდილ-სიცოცხლე, ორივე, არიან ღვთისა განგება.
სიკვდილო, შენად საქებრად ჩამაგდე გულისხმაშია.
ტურფა ხარ თვალად, ტანადა, სულად ერჩევი ჯარშია;
ტანზედა დიბის ქათიბი, გიხდების კაბის არშია.
ფეხზედ წითელი ჩახჩური, მწვანე კემუხტის მაშია.

პასუხი სიკვდილისა

კაცო, რად შენს თავს ვერ ხედავ, თვით გონჯო დაბრეცილო, და,
რომ დასჯექ ჩემად საკიცხრად, წიგნსა სწერ სასაცილოდა,
აწ მეცა მაგის პასუხად თავს მოგჭრი უსაცილოდა,
მის ამარ გაგხდი, ვინც გივის სანუგეშ-საგენცილოდა.
კაცო, თვალთ გიჩანს, არ გიჭირს ნემსზედა ძაფის აგება,
ჩემის იგავის საცნობლად რად შენ თვალები აგება?
ვითარცა მხატვენ მხატვარნი ისე გეგონოს აგება,
რომ შენ მოიღე ჩემზედა გამოხრულთ მკვდართ კაცთ ძაგება.
კაცო, როდისაც მოკვდები, შენ ჩემებრ სახე გეცვლების,
ძვლებ-გამოხრული გახდები, ტანთ ხორცი შემოგეცლების.
სანამ ტვინი გიძს, ძვლებიდან მატლი არ გამოგეცლების,
მის დროს კი ვეღარ მაძაგებ, შენ ჩემთვის აღარ გეცლების.

პასუხი კაცისა

რას მეპარები, სიკვდილო, განა არ ვიცი, მოხვალო!
ყოველთვის მზათა დაგხვდები, თუნდა დღეს, თუნდა მო ხვალო;
რა გინდა ჩემგნით, რად მდევნი, შენ მჭლეო, ტანთ ჩამომხმარო!
ვეჭობ,შენ ასე გგონია, არავინ მყვანდეს მომხმარო.

პასუხი სიკვდილისა

გაწყრა, განრისხდა, სიკვდილმან გონება გაიფიცხაო,
კაცს შეუჭეხა ხმამაღლა, დათათხა, რადა მკიცხაო!
ვიც უნდა გყვანდეს მომხმარო, მე იმას არ გიკითხაო,
აწ მე შენ ასე გაგხადო, მშიერმან მგელმან ვით თხაო.

პასუხი კაცისა

სიკვდილო ჩემის შეჭმითა ვერ გასუქდები მწავადა,
შენ ღმერთი ცეცხლის ტბაშია ჩაგაგდებს დასაწვავადა,
ეს ჩემი სული ზეცადა უკვდავის ხორცით წავა, და,
წამოგიჯდება ზეიდამ წაკულვად, საპრაწავადა.
ამ სიტყვაზედა გარდაწყდა მათი პჭობა და ცილობა;
საბრალოს ბერს-კაცს არ შერჩა სიკვდილის თავს აცილობა,
რას წამს გალესა, შემოკრა, არა სცა ხანთ-დაცლილობა,
სიკვდილის მზგავსად გაუხდა კაცს ტანთ ხორცთ შემოცლილობა.

Как устроен случайный стих

В «Библиотеке классики» больше двадцати пяти тысяч стихотворений русских и зарубежных поэтов, а современные авторы «Лиры» публикуют новые стихи и поздравления каждый день. Случайный стих помогает читать без плана: вместо списков и поиска - одно стихотворение за раз.

Подборка перемешивается заново для каждого читателя. Пока вы листаете, стихи не повторяются; когда подборка закончится, её можно перемешать снова. По умолчанию показываются стихотворения до 100 строк, чтобы наугад не выпадали длинные поэмы: если нужны и они, выберите «Любой длины». Стрелки ← и → на клавиатуре и свайп на телефоне тоже переключают стихи.