Подбор наугад

Случайный стих

Классика, современные авторы или поздравления: выберите тему, век, направление или повод и листайте стихи наугад. Повторов нет, пока не кончится подборка, а «Назад» вернёт к предыдущему.

Откуда брать стихи
Фильтры библиотеки классики
Сбросить фильтры
Библиотека классики

მამლაყინწა

(გიორგას ნაამბობი)

გიამბობთ ერთსა ამბავსა
და დაიჯერეთ გულითა,
თუ ამას ტყუილს ვამბობდე,
ბალღებო, წავწყდე სულითა!

უღელსა ვთლიდი კარებზე,
მზის ამოსვლისა ხანია;
ციდან მომესმა ყივილი.
„ნეტავ, ვის აუყვანია

ცაში მამალი?“ - ვიფიქრე
და ავიხედე სწორადა.
ქორი მიფრინავს და ერთი
არ მომეჩვენა ორადა!

მაგრამ რის ორი? ყივილი
მესმის. დავუგდე ყურია
და გავარჩიე: კლანჭებში
ქორს მამლაყინწა უპყრია,

მიაქვს, თან ყივის მამალი,
თითქოს აქ არაფერია,
თითქოს დედლებში სეირნობს,
ქორს როდი დაუჭერია!

უნებრივ წამსკდა სიცილი,
დავიწყე წერა პირჯვრისა.
გორს მოეფარნენ, რაღა ქნეს,
როდი რამ ვიცი იმისა.

მე ამას ვამბობ, სხვა რა ვთქვა:
ეხლა კი დამიჯერია,
რომ ცხოველებშიც ბედენად
მხდალთან გულადიც რევია.

თორემ ვის გაუგონია,
იმ დროს მამალი ყიოდეს,
როს ქორი შეჭმას უპირობს,
ან წყლული არა სტკიოდეს?!

ტკივილით, დიაღ, სტკიოდა,
ამას რად უნდა ფიცია?
მაგრამ ასეა მუდამა,
ვინც მხნე და გულით მტკიცია!

ჯავრის ამოყრა მამალსა
სხვითა არაფრით შაეძლო;
რომ არ ეყივლა, რა ექნა,
მაშ ვაჟკაცს როგორ გაეძლო?!

მტრის გულის მოსაკლავადა
სხვა თუ ვეღარა იღონა,
გულს ბრაზი შემოწოლილი
მხოლოდ ყივილით იფონა.

მაღლიდან ქათმებსაც ამცნო:
„მნახეთ, გმირულად ვკვდებიო,
არ მეშინიან სიკვდილის,
თქვენსავით არა ვკრთებიო“.

სხვისა არ ვიცი, და მე კი
ვთქვი: „ყოჩაღ, მამლაყინწაო!
წაწყმდეს, ვინაცა შენფერი
ვაჟკაცი დაამიწაო!“

Как устроен случайный стих

В «Библиотеке классики» больше двадцати пяти тысяч стихотворений русских и зарубежных поэтов, а современные авторы «Лиры» публикуют новые стихи и поздравления каждый день. Случайный стих помогает читать без плана: вместо списков и поиска - одно стихотворение за раз.

Подборка перемешивается заново для каждого читателя. Пока вы листаете, стихи не повторяются; когда подборка закончится, её можно перемешать снова. По умолчанию показываются стихотворения до 100 строк, чтобы наугад не выпадали длинные поэмы: если нужны и они, выберите «Любой длины». Стрелки ← и → на клавиатуре и свайп на телефоне тоже переключают стихи.